Vinari ჩამოწერე

VIN კოდის შემოწმება

ჩაწერე 17 სიმბოლო და ნახე, რას ნიშნავს.

ჩამოწერა უფასოა, ანგარიში არ სჭირდება.

17 / 17

რეგიონი
აშშ
მწარმოებელი
Mercedes-Benz
მოდელის წელი
2018
საკონტროლო ციფრი
5 · ემთხვევა

მოდელს, ძრავას და ძარას აპი გეტყვის, NHTSA vPIC-ის ბაზით.

სად წერია VIN?

საქარე მინის ქვედა კუთხეში, კარის ჩარჩოზე და ტექპასპორტში. სამივეგან ერთი და იგივე უნდა ეწეროს.

1საქარე მინა

4JGDA5HB5JB123456

2კარის ჩარჩო

4JGDA5HB5JB123456

3ტექპასპორტი

VIN4JGDA5HB5JB123456

ფოტოთი, აკრეფის გარეშე

აპში VIN-ს ფოტოს გადაუღებ და ტელეფონი თვითონ წაიკითხავს: მარკას, მოდელს, წელს და ძრავას. ინტერნეტის გარეშეც.

VIN-ის შემოწმება VINARI-ში: გადაღება, ფოტოდან ან ხელით, 4JGDA5HB5JB123456

აუქციონის ჩანაწერი

ამერიკული აუქციონის ჩანაწერი: რა დაზიანდა, რა საბუთი აქვს და როდის. ბაზა სრული არაა: „ვერ ვიპოვე“ არ ნიშნავს „ავარიაში არ ყოფილა“.

VINARI+
დაზიანებასაბუთითარიღიქარხნული გამოწვევა

რას ვერ გაიგებ VIN-ით

რაც არ ვიცით, არ ვიგონებთ.

  • ვისია მანქანა. ეს ცნობა მხოლოდ ავტორიზაციით გაიცემა.
  • ჯარიმები. ამისთვის პირადი ნომერია საჭირო და ჩვენ მას არ გეკითხებით.
  • ნომრით ძებნა. ქართული ნომრების საჯარო ბაზა არ არსებობს.

აპში

უფასო

VIN-ის წაკითხვა უფასოა და ულიმიტო. აუქციონის ჩანაწერი VINARI+ გამოწერითაა.

ხშირი კითხვები

VIN რა არის?

მანქანის 17-სიმბოლოიანი საიდენტიფიკაციო ნომერი. პირველი სამი მწარმოებელს ნიშნავს, მე-10 მოდელის წელს, ბოლო ექვსი სერიულ ნომერს.

სად ვნახო VIN?

საქარე მინის ქვედა კუთხეში, მძღოლის მხარეს, კარის ჩარჩოზე და ტექპასპორტში.

VIN-ის შემოწმება უფასოა?

კი. აპში VIN-ის წაკითხვა უფასოა და ულიმიტო. აუქციონის ჩანაწერი VINARI+ გამოწერითაა.

მანქანის შემოწმება ნომრით შეიძლება?

არა. ქართული ნომრების საჯარო ბაზა არ არსებობს, ამიტომ ამას ვერავინ გააკეთებს. მანქანა VIN-ით ან ხელით ემატება.

იაპონური მანქანის ძარის ნომერს იღებს?

კი, აპი იაპონური მანქანის ძარის ნომერსაც იღებს.

ინტერნეტი სჭირდება?

არა. VIN ტელეფონშივე იკითხება, ინტერნეტის გარეშეც.

შენი მანქანა,ერთ აპში.

ჩამოწერა უფასოა, ანგარიში არ სჭირდება.

Vinari-ს იკონი ტელეფონის მთავარ ეკრანზე
Vinariქართული აპი მძღოლებისთვისჩამოწერე
ჩამოწერა
უფასო
ენა
KA · EN · RU
სისტემა
iOS · Android
ან დაასკანერე ტელეფონის კამერით