Vinari: ყველაფერი მანქანისთვის, ერთ აპში
ყველაფერი, რაც მანქანას სჭირდება.ერთ აპში.
ჩამოწერა უფასოაანგარიში არ სჭირდებაiPhone და Android
ყოველი დეტალი.ხელისგულზე.
გზა, დიაგნოსტიკა, VIN, განბაჟება და ვადები.
ნახე ყველაფერინავიგატორი.ქართულად ლაპარაკობს.

OBD სკანერი.ჩეკის კოდი ქართულად.

QR ბარათი.ნომერი შუშაზე აღარ გჭირდება.

- ანგარიშიარ სჭირდება
- საბუთების ფოტოტელეფონზე რჩება
- რუკა და კოდებიინტერნეტის გარეშე
- ქართული, Englishდა Русский
OBD სკანერი
ჩეკი აინთო?შეგიძლია იარო?
ELM327 ადაპტერი, ერთი შეხება და იცი, რა სჭირს მანქანას და შეგიძლია თუ არა იარო.
OBD-ის შედეგის ეკრანი: P0420, კატალიზატორის ეფექტიანობა დაბალია, იარე; P0171, ნარევი ღარიბია, მალე ხელოსანთან; ტექინსპექტირების მზადყოფნა 7/8.
- კოდის ხელით ჩაწერაუფასოა, ინტერნეტის გარეშე
- OBD სკანერიVINARI+
- ELM327 ადაპტერიცალკე ყიდულობ

პარკინგი
სად დატოვე მანქანა?ისარი მიგიყვანს.
დაიმახსოვრებს, სად დატოვე მანქანა, ინტერნეტის გარეშეც. სართულსა და რიგსაც ჩაწერ, უკან კი ისარი და მანძილი მიგიყვანს.
- ინტერნეტის გარეშეადგილს უკავშიროდაც იმახსოვრებს
- ერთი შეხებითნავიგატორში მისვლისას „აქ დავტოვე“
- პატიოსნადმიწისქვეშ ზუსტი თუ არაა, გეტყვის: ±40 მ
ულიმიტოდ, VINARI+-ით.
რა მანქანაადა რა გადაიტანა.
VIN-ს ფოტოდან წაიკითხავს: მარკა, მოდელი, წელი, ძრავა. ისტორიაში კი აუქციონის ჩანაწერი, ქარხნული გამოწვევები და მფლობელების ჩივილები.
4JGDA5HB5JB123456
- აუქციონის ჩანაწერიდაზიანება, საბუთი, გარბენი, თარიღიVINARI+
- ქარხნული გამოწვევებიმწარმოებლის ცნობილი ხარვეზები
- ჩივილები და ტესტებირას უჩივიან მფლობელები, ავარიული ტესტები
„ვერ ვიპოვე“ არ ნიშნავს „ავარიაში არ ყოფილა“: აუქციონის ბაზა სრული არაა.
განბაჟების კალკულატორი
განაბაჟე1 იანვრამდე.
1 იანვრიდან მანქანა ერთი წლით „ბერდება“ და განბაჟება ძვირდება. აპი წინასწარ დაგითვლის.
2020 · 2.0 ლ · ბენზინიმარცხენა საჭე
დღეს3 610 ₾
1 იანვრიდან9 615 ₾
+6 005 ₾
აპის ფორმულით · თუ განაკვეთი არ შეიცვლება
VINARI+
ვადების შეხსენება
ვადა აღარგამოგრჩება.
კალენდარში და მთავარ ეკრანზე, ერთი შეხედვით.
შეგახსენებს 7, 3 ან 1 დღით ადრე, 09:00-ზე
- ტექინსპექტირებაუფასოდ
- LPG ბალონიუფასოდ
- დაზღვევაVINARI+
- ზეთის შეცვლაVINARI+
- საბურავებიVINARI+
QR ბარათი
ნომერი შუშაზეაღარ გჭირდება.
გამვლელი დაასკანერებს, შეტყობინება შენ მოგივა. შენს ნომერს ვერავინ ნახავს.
- A4 ფურცელზეთვითონ ამობეჭდავ, შავ-თეთრად
- შენი ნომერიბარათზე არ წერია
- შეტყობინებაპირდაპირ შენს ტელეფონზეVINARI+

კითხვები.ხშირად გვეკითხებიან.
რა არის ვინარი?
ვინარი (Vinari) ქართული აპია მძღოლებისთვის, iPhone-ზე და Android-ზე: ნავიგატორი, რომელიც ქართულად ლაპარაკობს, OBD დიაგნოსტიკა, VIN-ის შემოწმება, განბაჟება, ვადების შეხსენება, პარკინგი და QR ბარათი. ჩამოწერა უფასოა.
ანგარიში მჭირდება?
არა. ჩამოწერის შემდეგ არც ფოსტა გჭირდება, არც პაროლი. გახსნი და იწყებ.
რომელ ტელეფონზე მუშაობს?
iPhone-ზე, iOS 18-დან, და Android-ზე. ნავიგატორი მანქანის ეკრანზეც ჩანს: iPhone-ით CarPlay-ზე, Android-ით Android Auto-ზე.
ნავიგატორს ინტერნეტი სჭირდება?
არა. საქართველოს რუკა, ძებნა, მარშრუტი და ხმა ტელეფონშივეა. მუშაობს მხოლოდ საქართველოს გზებზე. ცოცხალ საცობს ვერ ხედავს: მისვლის დროს ამ საათის ჩვეული საცობით ითვლის და გზაში ასწორებს.
OBD ადაპტერს თქვენ ყიდით?
არა, ადაპტერს ცალკე ყიდულობ. გამოდგება ELM327 ტიპის ადაპტერი: iPhone-ზე Wi-Fi ან Bluetooth LE, Android-ზე ჩვეულებრივი Bluetooth-იც. კაბელი არ მუშაობს.
სახელმწიფო ნომრით მანქანას მოძებნის?
არა. ქართული ნომრების საჯარო ბაზა არ არსებობს, ამიტომ ამას ვერავინ გააკეთებს. მანქანა VIN-ით ან ხელით ემატება.
გამოწერა როგორ გავაუქმო?
გამოწერა თავისით განახლდება, თუ პერიოდის დასრულებამდე სულ მცირე 24 საათით ადრე არ გააუქმე. გაუქმება Apple ანგარიშშია ან Google Play-ის გამოწერებში. გამოწერა რომ დასრულდეს, არაფერი წაიშლება: ვადები, საბუთები და ისტორია ადგილზე რჩება და გამოწერის განახლებისთანავე დაბრუნდება. ზუსტ ფასს შენს ვალუტაში მაღაზია გაჩვენებს.
შენი მანქანა,ერთ აპში.
ჩამოწერა უფასოა, ანგარიში არ სჭირდება.
- ჩამოწერა
- უფასო
- ენა
- KA · EN · RU
- სისტემა
- iOS · Android

